07:03 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 21:34:40, 686 ნახვა

თბილისში რეჟიმის პატიმრის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს - ვიდეო

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარშის მონაწილეები ამ დროისთვის მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. 

მსვლელობას უერთდებიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობას გამართავენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში იმართება.

მართლაც ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმის, რომ მზია ამაღლობელი გაეშავებინათ ამ პროცესში, მთელი ერთი წლის განმავლობაში არ დაიშურეს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში არ გამოუვიდათ არაფერი. რეალობა ის არის, რომ დადასტურებულია, რომ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მოძალადე პოლიციელი ჰყავთ, რომელიც, დღეს შევიტყვეთ, რომ თურმე  დააწინაურეს. პოლიციელი, რომელიც ადამიანებისთვის საშიშია, ეს ადამიანი დააწინაურეს. 

რას ვითხოვთ ჩვენ - ვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფი ქალი ჟურნალისტი. გაათავისუფლონ ასევე სხვა ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ დატყვევებული, ეს შესაძლებელია, რომ რეჟიმისთვისაც იყოს სასარგებლო. 

რა გვაჩვენა - გვაჩვენა, რომ საქართველო სამწუხაროდ გადავიდა ისეთი სახელმწიფოების რიგებში, რომელიც გვინდოდა რომ არ ყოფილიყო ასეთი მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, სიტყვისა და გამოხატვის უფლების თვალსაზრისით და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც იმას, რომ ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს შეზღუდული და დათრგუნული და აკრძალული და ვერც იმას, რომ გვყავდეს ჟურნალისტები, სტუდენტები და ჩვეულებრივი ადამიანები ციხეში იმისთვის, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ. ჩვენ ვერ გავჩერდებით და შევახსენებთ ძალაუფლებაში მყოფ ჯგუფს, რომ ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ვარსებობთ," - თქვა გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ. 

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებიდან დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანელ მოქანდაკეს მოსკოვში დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პუტინის გამოსახულებიანი კარნავალის ინსტალაციებისთვის
ტრამპი: დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიანი არაა
რუსული ნავთობკომპანიები ბალტიისპირეთის პორტების პარალიზების გამო წარმოების შესამცირებლად ემზადებიან
Batumelebi: რას წერს ე.წ. უდოს კომისია მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics