|
2026-01-09 13:53:22, 1301 ნახვა
ეკონომიკა
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
ახალი წელი სწორედ ის დროა, როდესაც ახლებურად იწყებ მოვლენების გადააზრებას, ახალი იდეების, საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების დაჯერებას, გეგმების დალაგებას, შენი თავისთვის და სხვებისთვის ახალი პირობების მიცემას. მაგრამ, წლის დასასრულს თუ დაჰკვირვებიხარ რამდენად შეასრულეთ 365 დღის წინ მიცემული პირობა, თუ ჩაფიქრებული გეგმა? სწორედ საახალწლოდ ჩაფიქრებული მიზნების ძალას ეძღვნება თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube ვიდეოების ერთობლივი სერიის „არის ერთი ნიუანსის“ მე-5 ეპიზოდი: შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? აქვს თუ არა აზრი საახალწლოდ დადებულ პირობებს და დასახულ მიზნებს? რას ამბობს მეცნიერება? საახალწლო რეზოლუციების რამდენი პროცენტი სრულდება? - ეს არის ამ ეპიზოდის მთავარი კითხვები, რომლებსაც ვიდეო-სერიების ავტორი, ნიკო ნერგაძე, მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეეცდება გასცეს პასუხები. ვიდეო სერიების მიზანი ისეთ თემებზე საუბარია, რომლებიც ხშირად ზედმეტად მარტივდება საჯარო დისკუსიებში. რეალურად კი სიღრმისეულ ანალიზს, კონტექსტს და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. ჭეშმარიტება იშვიათადაა შავ-თეთრი; ყოველთვის არის ნიუანსი, ყოველთვის არის კონტექსტი, სწორედ ეს ხდის საკითხს საინტერესოს. ვიდეო ეპიზოდებში ნიკო ნერგაძე ეცდება აქტუალურ საკითხებს მეცნიერული კვლევებით გამყარებულ პასუხებს გასცემს. „არის ერთი ნიუანსის“ ეპიზოდებში, ორ კვირაში ერთხელ, ნიკო ნერგაძე სხვადასხვა სამეცნიერო და სოციალური თემის სიღრმისეულ განხილვას სთავაზობს აუდიტორიას. გაეცანი წინა ეპიზოდებს:
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს. მთავარია გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)