|
2016-03-28 15:48:38, 754 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
24 მარტს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო „სადახლო-საავტომობილო“ გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ს.-ს, საერთო წონით 81,86 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 30945,72 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მსგავსი ფაქტი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 26 მარტსაც გამოავლინეს. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ჰ.-ის ბარგის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 21,72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3373,32 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, 3373.32 ლარის ოდენობით შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)