03:53 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-01 15:32:09, 1568 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება

დღეიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევა იკრძალება და წესდება ფინანსური ჯარიმები. იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ამასთან ერთად, იკრძალება კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.

 მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 2 000 ლარით დაჯარიმებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics