|
2025-12-25 11:43:27, 13241 ნახვა
სამხედრო
კიევში სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელი მიენიჭა. „დღეს ჩვენ მივიღეთ ქალაქ კიევის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სკვერს მიენიჭა სახელწოდება ქართული ეროვნული ლეგიონის Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი – მოხალისეთა ფორმირების – პატივსაცემად. მსურს გულწრფელად მადლობა გადავუხადო ქალაქ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, ასევე კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული – „წინააღმდეგ“ არც ერთი ხმა არ ყოფილა. ასევე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ინიციატივაში მონაწილეობდა და ყველას, ვინც პატივი მიაგო ქართველი ლეგიონის მებრძოლებს. ძალიან სიმბოლურია ისიც, რომ ეს სკვერი მდებარეობს ვახტანგ კიკაბიძის სახელობის ქუჩაზე – ადამიანის, რომელსაც გულწრფელად უყვარდა უკრაინა. ეს ისტორიული მომენტია. იგი დარჩება უკრაინის ისტორიის ფურცლებზე. ეს არის აღიარება იმისა, რომ შევძელით და დავწერეთ საკუთარი – თუნდაც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდი უკრაინის ისტორიაში და ჩვენი ხალხების მეგობრობის ისტორიაში. ქართველი მებრძოლები დარჩებიან უკრაინელთა თაობების მეხსიერებაში, როგორც ადამიანები, რომლებიც ყველაზე რთულ დროს უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ“, – წერს მამუკა მამულაშვილი ფეისბუქზე. პოსტი დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არაერთი ქართველი მებრძოლი იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლების თქმით, ისინი უკრაინაში საქართველოს ინტერესებს იცავენ, რადგან რუსეთი, უკრაინის და საქართველოს საერთო მტერია. უკრაინასი ომის დაწყების შემდეგ, 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.
WADA: დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა 6 მოთამაშის და პერსონალის 1 წევრის მხრიდან
ტრამპი ირანს ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვით დაემუქრა
ჰამასი ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეყვეტისკენ მოუწოდებს
ირანის არმია ახლო აღმოსავლეთში მდებარე იმ ნავთობკომპანიებს ემუქრება, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობენ
|
რედაქტორის რჩევით
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და შემოგარენი დაბომბა, არის მსხვერპლი
ზელენსკი: მოლაპარაკებები ნამდვილი სანტა-ბარბარაა, ადგილი და დრო ჯერ არ არის შეთანხმებული
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)