|
2025-12-11 12:04:38, 32343 ნახვა
საზოგადოება
ამიერიდან ვენახის გაშენება ივანიშვილის მთავრობას უნდა შეუთანხმდეს
ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება. თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“ - ეს ცნება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას. ინიციატივა მთავრობამ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. შესაბამისად, კანონის პროექტის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანებას “სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 1-ელ მარტამდე გამოსცემს. კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება. გარდა ამისა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან შესაბამისი მუხლები ამოდის. როგორც მთავრობა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)