06:45 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 13:36:05, 749 ნახვა

საზოგადოება
კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240 ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს.

„Farmways-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ - განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აგრო ბიზნესების გაძლიერებას და წახალისებას აგრძელებს. კომპანია Farmway-სთან პარტნიორობის ფარგლებში, კახეთში ნუშის ბაღები გაშენდა. 2025 წელს, დაახლოებით 120 ჰა. ფართობზე დაირგო ნუშის ნერგები, მეორე ნაწილის დარგვა კი 2026 წელს იგეგმება. კომპანია საბოლოოდ, სრულ მსხმოიარობაში 1440 ტონა ნუშის მოსავლის აღებას და მის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას აპირებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და აძლიერებს რეგიონებს. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი