|
2025-12-04 13:20:28, 2244 ნახვა
ეკონომიკა
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივება - ეს, თიბისის, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ, ამ მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა წლის შემაჯამებელი დემო დღე, რომელიც თავისი შინაარსითა და მიზნობრიობით, მართლაც გამორჩეული ღონისძიებაა. ამ დღეს, თიბისის ეჯაილ გუნდები იკრიბებიან; კოლეგებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინტერესო და ღირებულ ინკრემენტებს უზიარებენ. ასევე, იღებენ მნიშვნელოვან უკუკავშირს. ღონისძიების შემაჯამებელი ნაწილი კი, გამარჯვებულების გამოვლენას ეთმობა. „დემო დღე გვეხმარება, კიდევ უფრო უკეთესად დავინახოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს თიბისიში და როგორ მუშაობს თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. ამ დღეს ყველაზე ნათლად ჩანს, თუ როგორ სრულდება ჩვენი მთავარი მისია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. დემო დღის არსებობა თიბისიში მნიშვნელოვნად აძლიერებს გამჭვირვალობას, თანამშრომლების ჩართულობასა და საერთო კმაყოფილებას“ - ამბობს ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი. წლევანდელი გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
გამარჯვებული გუნდი - Transfers PAT
გამარჯვებული გუნდები - Currency Exchange Service & Operations Development
გამარჯვებული გუნდები - FCL Mobile; FCL Development; FCL Mobile; FCL Commercial; TBC Credit გამარჯვებული გუნდები: Credit Cards and Overdrafts; TSYS; BNPL& Credit cards;
გამარჯვებული გუნდები - ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიგა და დატა ანალიტიკა. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა. დემო დღის არსებობით, თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას. ასევე, რა თქმა უნდა, ღიად აღინიშნება გუნდების შრომა და მიღწევები, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული ღირებულებების კიდევ უფრო გამყარებას.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)