|
2025-12-03 11:40:46, 1533 ნახვა
ეკონომიკა
Creator Summit 2025 იწყება - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Creator Summit 2025-ის მხარდამჭერია. Creator Summit კრეატორების ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, რომელიც Creator Academy-ის მიერ ხორციელდება. სამიტი თავს უყრის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბრენდის წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს, სადაც ისინი მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პრეზენტაციების, პანელური დისკუსიებისა და ვოქრშოპების ფორმატში უზიარებენ. „საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ციფრული ინდუსტრიების განვითარებას, YouTube ეკოსისტემის გაძლიერება კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით კი სხვადასხვა ინიციატივებს ვახორციელებთ, წელს კი Creator Summit 2025-ის მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ საქართველოში YouTube კომუნის გაძლიერების პროცესში, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში კრეატორობის კულტურის განვითარების დიდი პოტენციალია. ამიტომ, მოვიწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაესწრონ ღონისძიებას და განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. “ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც კრეატორებს პროფესიულ სივრცეში აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და აღმოჩენები. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული კრეატორის, ისე მთლიანი ინდუსტრიის წინსვლისთვის.სამიტზე კრეატორებს საშუალება მიეცემათ, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ შეკითხვებზე და გაიზიარონ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური გამოცდილება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ ქართული კრეატორ ეკოსისტემის განვითარებას”, - აღნიშნავს გიორგი დანელია, კრეატორ სამიტის ორგანიზატორი. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)