10:34 - 07 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 17:12:00, 1439 ნახვა

საზოგადოება
„კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს

ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს ოპერირებას. Ensana 2026 წლიდან „კურორტი საირმის" სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.

„კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ნიკა კოხოძის განმარტებით, მსოფლიო დონის ბრენდის ქართულ კურორტზე გამოჩენითა და Ensana-სთან თანამშრომლობით საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

ნიკა კოხოძე, „კურორტ საირმეს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას".

Ensana გეგმავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო ველნეს მომსახურებების გაფართოებასა და საირმის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციის ცენტრის გაძლიერებას. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ბუნებრივი მინერალური წყლების უნიკალურ თვისებებზე, თანამედროვე სამედიცინო პროგრამების ინტეგრირებასა და მომსახურების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებაზე.

Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰალმოში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საირმეში ოპერირება გარდამტეხი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, „კურორტი საირმე" თავისი მდებარეობით, ბუნებითა და მინერალური წყლებით იდეალურად ერწმის Ensana-ს ექსპერტიზასა და ფილოსოფიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.

ფრენკ ჰალმოში, Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას. შევათავსოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა ჩვენს საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სპა-თერაპიებთან. გვსურს, საერთაშორისო მოგზაურებს გავაცნოთ კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სულ უფრო იპყრობს გლობალური აუდიტორიის ყურადღებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ სხვა ლოკაციებსა და სასტუმროებსაც ვაკვირდებით, ასე რომ, Ensana-ს ბრენდი მალე იმედია, ძალიან ცნობილი გახდება საქართველოში".

Ensana გეგმავს „კურორტ საირმეს" პოპულარიზაციას ინოვაციური განახლებების გზით, როგორებიცაა გაფართოებული ბალნეოთერაპიის პროგრამები, ეკოლოგიურად სუფთა ობიექტები და ადგილობრივებთან პარტნიორობა კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების კეთილდღეობის ინიციატივებისა და საერთაშორისო მარკეტინგის ხელშეწყობით, კომპანიის მიზანია საქართველოს და საირმის პოზიციონირება, როგორც გლობალური ველნესისა და ჯანმრთელობის სპა-ცენტრის წამყვანი ადგილისა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, პატივს სცემს მის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს.

Ensana-ს შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ველნეს ტურიზმის სწრაფ ზრდას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საირმის პოზიციას ევროპულ ბაზარზე და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინაში ომამდელი შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის 1% დაკარგა -The Economist
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში საჩემპიონო ქამარი დაკარგა, იგი რუს პიოტრ იანთან დამარცხდა
120 მილიონი ევროს ჯარიმის შემდეგ ილონ მასკმა ევროკავშირის დაშლისკენ მოუწოდა
კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი