|
2025-11-25 14:26:38, 2574 ნახვა
ეკონომიკა
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
საავტომობილო პროდუქტების სრული სპექტრი და სააქციო ფასები სერვისებზე - სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ფასდაკლებები 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. სატვირთო ავტომობილების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის მასშტაბით ცხრა ფილიალში ემსახურება. აქციებით სარგებლობა ყველა სერვისცენტრშია შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, საავტომობილო პროდუქტები შემდეგი პირობებით შეიძინოს:
რაც შეეხება სერვისს, Black Friday-ს შეთავაზება სავალი ნაწილის შეკეთებაზეც ვრცელდება და 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს
ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი: „Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, ჩვენს კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებლებს MAN-ისა და Renault Trucks-ის ორიგინალ და ასევე ევროპული წარმოების საავტომობილო პროდუქციას საგარანტიო პირობებით ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ხელსაყრელი პერიოდია სავალი ნაწილის სრული სერვისისთვისაც. სერვისი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრებში უახლესი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით სრულდება. პროცესის საბოლოო დასრულებამდე ავტომობილი სამუხრუჭე სტენდზე მოწმდება გამოცდილი მექანიკოსების მიერ, რომლებიც გადამზადებას სისტემატურად გადიან. სერვისის წერტილების სიმრავლე კი რიგების მართვისა და დაყოვნების მინიმალურ დრომდე შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის“. სატვირთოებთან ერთად, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სააქციო ფასი აქვს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც:
30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სპეცტექნიკის სერვისის მომსახურების სრულ ასორტიმენტზე, რაც ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, გადაცემათა კოლოფის, ელექტრობისა თუ სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას მოიცავს.
ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის პროდუქტების უფროსი ოფიცერი: „სპეცტექნიკის სეგმენტში წელს უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს. მომხმარებელი სააქციო ფასად შეიძენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ექსპლუატაციის პროცესში განმეორებითი სერვისის რისკებს მაქსიმალურად აზღვევს. საუკეთესო პირობებით არის შესაძლებელი სრული სპეცტექნიკის სერვისის მიღებაც. დიაგნოსტიკა და შეკეთება „თეგეტა მოტორსში“ ორიგინალი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მიმდინარეობს. მომხმარებელთან ერთად, კარგად გვესმის, რომ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის უწყვეტობას ნიშნავს. ვფიქრობთ, შეთავაზებების კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ტექნიკის მოსამზადებლად, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებელი დაგეგმარებისათვის“. სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სერვისცენტრებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს JCB-ს; Hyundai-ს, Komatsu-ს, Liebherr-ის; Bomag-ის; XCMG-ს; Heli-ს; Clark-ისა და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია, აგრეთვე ITR-ის, Berco-ს, ZF, Bosch-ის, Fleetguard-ის, Cummins-ის, TVH-ის, Hifi-ს და სხვა არაორიგინალი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია. ასევე Mobil-ის, Shell-ის ან Motul-ის საცხებ-საპოხი მასალები, Varta-ს აკუმულატორები, JCB-სა და სხვა არაორიგინალი უმაღლესი ხარისხის Starmaxx-ის საბურავები და ა.შ. სპეცტექნიკის პროდუქტების შეძენა წინასწარი შეკვეთითაც შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე: 2 36 44 44, მოითხოვოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უმოკლეს ვადაში ადგილზე მიუტანენ. ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)