|
2025-11-25 10:08:26, 3714 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. სამი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.
25 ნოემბრის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სამხრეთ რეგიონებზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. როსტოვის ოლქში, ტაგანროგსა და რამდენიმე ქალაქს დაბომბეს, განაცხადა გუბერნატორმა იური სლიუსარმა. მისი თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ტაგანროგში დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, კერძო სახლი, მექანიკური კოლეჯის შენობა, ორი სამრეწველო საწარმო და საბავშვო ბაღი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ასევე განაცხადეს ხანძრის შესახებ ბერიევის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის (TANTK) მახლობლად, რომელიც სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავებს ავითარებს და აწარმოებს. თავის მხრივ, კრასნოდარის ოლქის ხელმძღვანელმა, ვენიამინ კონდრატიევმა, რეგიონში ღამით განხორციელებულ თავდასხმას სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში „ერთ-ერთი ყველაზე გახანგრძლივებული და მასშტაბური“ უწოდა. „რეგიონის ექვსი მცხოვრები დაშავდა, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 20 სახლი დაზიანდა“, - დაწერა მან Telegram-ზე. მისი თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ნოვოროსიისკსა და გელენჯიკში შეიქმნა. ნოვოროსიისკში შვიდი საცხოვრებელი კორპუსი და სულ მცირე შვიდი კერძო სახლი დაზიანდა, ხოლო გელენჯიკში რამდენიმე კერძო სახლი. Astra-ს ცნობით, ნოვოროსიისკზე დრონის თავდასხმის მოგერიებისას, ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის რაკეტა სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 700 მეტრში მდებარე მრავალსართულიან შენობას მოხვდა. ამ დარტყმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 249 უკრაინული დრონი „ჩაჭრეს და გაანადგურეს“. ყველაზე მეტი - 76 - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს. თექვსმეტი დრონი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს. დრონები ასევე ჩაჭრეს ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის და ლიპეცკის ოლქებში, ოკუპირებულ ყირიმსა და შავი და აზოვის ზღვებში. ეს ომის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უკრაინული დრონების დარტყმაა. მანამდე უკრაინამ 6 ოქტომბერს რუსეთის მიმართულებით 251 დრონი გაუშვა, ხოლო 11 მარტს რეკორდული - 337.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)