|
2016-03-25 16:01:07, 776 ნახვა
სამართალი
აღსრულების ეროვნული ბიურო მათი სახელით მოქალაქეებისთვის მუქარის შემცველი ზარების, ან SMS-ების გაგზავნაზე, განცხადებას ავრცელებს
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახშირდა კერძო პირებისა, თუ კომპანიების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს, ან აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარების ან მობილური შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის ფინანსური ვალდებულებები. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ მსგავსი შინაარსის ქმედებები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც უკვე მეოთხე წელია აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. თითოეულმა მოქალაქემ, რომლის მიმართ განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარის შემცველი ზარები ან შეტყობინებები, უნდა მომართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. ასეთი ქმედებების მიმართ აუცილებლად მოვახდენთ ადეკვატურ და დროულ რეაგირებას. აქვე, ყველას შევახსენებთ, რომ ამგვარი ქმედებებისა და მოქალაქეთა შევიწროებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციებიც. იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, არ განხორციელებულა მოქალაქის შემავიწროებელი არც ერთი ქმედება, პირიქით, ჩვენ მხარეთა მორიგებაზე ორიენტირებული უწყება გავხდით. ყველაზე რთული გამოსახლებებიც კი მხარეებთან კონსესუსის მიღწევის მცდელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შედეგად განგვიხორციელებია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარანარევი ზარების ან შეტყობინებების მიღების შემთხვევაში, მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს სწორი და დროული ინფორმირება. ბიუროში მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოხდეს თითოეული შემთხვევის შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება",-ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განცხადებაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)