|
2016-03-25 15:53:01, 857 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 23 მარტს, პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 14564,35 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლი მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 14564,35 ლარის ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)