|
2025-11-17 09:41:38, 3552 ნახვა
კომენტარი
მიხაილ პოდოლიაკი: სააკაშვილის ციხეში ტანჯვა პუტინის პირადი სიამოვნებაა
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება და ხანგრძლივი პატიმრობა „ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობას და მოსკოვის მიმართ მის მიკერძოებულ დამოკიდებულებას“. ტელეარხ „პირველთან“ ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დგამს ნაბიჯებს, „რომლებიც ეწინააღმდეგება სააკაშვილის დროს ჩამოყალიბებულ ევროატლანტიკურ კურსს“. „ეჭვგარეშეა, რომ ბატონი სააკაშვილი პუტინის პატიმარია... ეს იმიტომ ხდება, რომ ბატონმა სააკაშვილმა, რეფორმატორმა, შექმნა ახალი საქართველო, გააძლიერა ევროატლანტიკური პერსპექტივები და საშუალება მისცა საქართველოს გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანა მისი ხალხისთვის. ყველაფერი, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს დღეს, ყველაფერი, რასაც კობახიძის მთავრობა აკეთებს, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში აყენებს თავს. რატომ აკეთებენ ამას, გაუგებარია“, - თქვა პოდოლიაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე აქტიურად მუშაობს სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანის საკითხზე. „ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ მივიჩნევთ და, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს სულია. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოგვცენ ბატონი სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის ნებართვა, იქნება ეს უკრაინა თუ არა. პრობლემა ის არის, რომ ბელარუსში ან საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლება შესაძლებელია, თუ ისინი პუტინის პირადი მტრები არ არიან, მაგრამ სააკაშვილის დატყვევება და ციხეში ასეთი ტანჯვა პუტინის პირადი სიამოვნებაა. მას სიამოვნებს სააკაშვილის ასეთ პირობებში ნახვა. ის დამცირებულია, დასცინის და მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა“, - თქვა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ციხეში იმყოფება, მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა იგი სამხედრო ტყვეთა სიაში შეეყვანა. მან ეს მოთხოვნა საავადმყოფოდან ციხეში 12 ნოემბერს, უკან გადაყვანიდან მეორე დღესვე წარადგინა.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)