|
2016-03-25 13:59:35, 497 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: არსებობს საფრთხე თანამდებობის პირებმა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ
მე ზუსტად ისე ვთქვი, როგორც მინდოდა, მაგრამ ჩემს ნათქვამს ყველა ისე იგებს როგორც მათ უნდათ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პოლიტიკოსების შეფასებას, რომლის თანახმადაც მათ მეჭიაურის ის განცხადება გააკრიტიკეს, სადაც მეჭიაური ამბობს, რომ თუ რომელიმე თანამდებობის პირზე მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერი არსებობს, მათ თანამდებობა უნდა დატოვონ. როგორც თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა ის ისევ იგივე პოზიციაზეა. დეპუტატი ფიქრობს, რომ არსებობს საფრთხე კონკრეტულმა პირებმა ასეთი თანამდებობის პირებისგან შანტაჟის გზით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაიგდონ ხელში, ან ამ თანამდებობის პირებს ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგონ. „მე ზუსტად ისე ვთქვი, როგორც მინდოდა, მაგრამ ჩემს ნათქვამს ყველა ისე იგებს როგორც მათ უნდათ. დღესაც ამ აზრზე ვრჩები, რომ თუ ვინმეზე არსებობს ისეთი მაკომპრომატირებელი მასალა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებელი იყოს დასაშანტაჟებლად და ამ დროს ეს პირი იკავებს ისეთ თანამდებობას, რომელსაც აქვს წვდომა სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციაზე, ან იღებს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს, მაშინ ის უნდა გადადგეს. ვინაიდან შესაძლოა ეს მასალები გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის, რომელიც მას მიაღებინებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას“, - აცხადებს მეჭიაური. კითხვაზე, როგორ ფიქრობს ასეთმა ადამიანებმა ახლავე უნდა დატოვონ თანამდებობები თუ მას შემდეგ როდესაც მათზე შანტაჟის მცდელობა იქნება, პასუხობს, რომ ასეთ დეტალებზე ვერაფერს იტყვის. „მე დეტალები არ გამირკვევია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ვთქვი ჩემი მოსაზრება. კიდევ უნდა გავიმეორო, რომ ამ მასალი გავრცელება ძალიან ცუდი საქციელია და ეს ექვემდებარება უმკაცრეს დასჯას. ეს ერთი თემაა, მე რაც ვთქვი მეორე და ეს ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან“, - აცხადებს მეჭიაური, რომელიც აქვე დასძენს, რომ ის შეხვდება თანაგუნდელებს და დაელაპარაკება ამ თემაზე. „რა თქმა უნდა თანაგუნდელებს დაველაპარაკები. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ. ყველას თავისი აზრი აქვს. ეს არის ჩემი მოსაზრება. ამერიკის ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრიუსი 2012 წელს იძულებული გახდა გადამდგარიყო მხოლოდ იმის გამო, რომ ჰყავდა მეგობარი ქალი. მან გადადგომის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არსებობდა საფრთხე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მომხვდარიყო სხვის ხელში, თუნდაც იმავე შანტაჟის გზით. ამერიკა ხომ არის დემოკრატიული ქვეყანა? თუ იქ ჩვენზე ნაკლებად უყვართ თავისი ქვეყანა? რატომ ვიღებთ დასავლეთიდან ერთ რაღაცას და არ ვიღებთ იმას რაც მიღებულია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში?!“ - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“.
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)