|
2015-02-18 12:24:08, 1095 ნახვა
საზოგადოება
საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება. როგორც საია-ში აცხადებენ, მათთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ). „მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად და დაწყებული რეფორმების წარმატების განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნას პრინციპული, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, ვინც შეძლებს სასამართლო სისტემის დაცვას პოლიტიკური თუ სხვა სახის არასათანადო გავლენებისაგან და იბრძოლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატია და სათანადო რეპუტაციით სარგებლობს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე სამოქალაქო სექტორში. საია ასევე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტის მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით განხორციელდა. ამ პროცესში ყველა მსურველს ჰქონდა კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა, ასევე წინასწარ იყო ცნობილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტი შეარჩევდა პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში კანდიდატურის განხილვის პროცესი ასევე წარიმართება გამჭვირვალედ, აქტიურ ფორმატში და პროცესის გაჭიანურების გარეშე, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული და დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე, რათა თავმჯდომარის არჩევის პროცესმა საზოგადოებას განუმტკიცოს ნდობა და პატივისცემა როგორც სასამართლო სისტემის, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)