|
2025-11-12 11:25:19, 1246 ნახვა
ეკონომიკა
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო. თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენoებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მეორეული სამოსითვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არა მხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანია. მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდის სახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”. „ჩვენ მწვანე მომავლისკენ ,,ვუბერავთ’’. ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ. ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,- გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია ,,ვინტილატორის’’ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი. 2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ ,,ვინტილატორის’’ სოციალურ ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზე კეთდება. ტანსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მას სჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები და ქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფი მოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება. „მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,- გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს. პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში. მალე ,,ვინტილატორის’’ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)