04:43 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:17:15, 1214 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიომ პატრიარქი მოატყუა, თავად დამსაჯა - არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)

მეუფე შიომ პატრიარქი მოატყუა, თავად დამსაჯა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია (თოლორაია) წერს.

სასულიერო პირი ამბობს, რომ კომისიაზე საერთოდ არ ყოფილა დაბაებული, მოსაყდრე შიომ კი კომისიის სახელი გამოიყენა მის დასასჯელად.

"დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, რომ დამირეკა, მითხრა — მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს შენთან გასაუბრება უნდაო. ეს არ ყოფილა კომისია. პატრიარქს კი კომისიის განჩინებაზე მოაწერინეს ხელი. მეუფე შიომ მოატყუა პატრიარქი — თავად დამსაჯა და კომისიის სახელი გამოიყენა, სადაც საერთოდ არ ვყოფილვარ დაბარებული. დაე, განსაჯოს ღმერთმა, ჩვენი ეკლესიის ღირსეულმა მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა და ქართველმა ხალხმა — ჩემ და მეუფე შიოს შორის სიმართლე." - წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია თოლორაია.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია საპატრიარქოში 5 ნოემბერს დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაცდაწერა: "არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics