|
2025-11-04 16:59:40, 1539 ნახვა
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის თავმჯდომარეც არის მოსამართლე ვასილ როინიშვილი. კოლეგიის დანარჩენი წევრები არიან ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი. კოლეგიის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წლიდან დაინიშნა - მოსამართლედ 29 მაისს დანიშნეს წევრად, ხოლო 25 ივნისს - სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, იგი 2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. შემდეგ:
2009 წლიდან იგი სასამართლო სისტემაში გადავიდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში - 2009-2020 წლებში - იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. როინ შავაძე - თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე- 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა. დღეს გამოქვეყნებულ სარჩელში „ქართული ოცნება“ არგუმენტად იშველიებს სადავო პარლამენტში შექმნილი საგამოძიები კომისიის დასკვნას. სარჩელში წერია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“:
იქვე სარჩელის ავტორები ჩამოთვლიან „ცალკე აღსანიშნავ... ფაქტებსა და კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა შორის დასახელებულია „სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე“. რაც შეეხება ამ საქმის გარემოებებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოძიების, მათ შორის პროკურატურის 2024 წლის განცხადების თანახმად:
სტრასბურგის სასამართლომ შავაძის საქმეზე 2020 წელს დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. ვასილ როინიშვილი როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო. შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე მას მუქარაში ადანაშაულებდა.
თეთრმა სახლმა უარყო ჭორები რამდენიმე ქვეყნის ევროკავშირიდან „განშორების“ გეგმების შესახებ
უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენება გაართულა, რამაც შეიძლება ორბანის სასარგებლოდ იმოქმედოს
ყაველაშვილი: ნაყიდი აგენტები არიან, ნახირივით დააყენებენ და ერთხმად ალაპარაკებენ იქიდან გამოგზავნილ ტექსტს
ზელენსკი: ფენომენალურია, რამდენს იხდის პუტინი მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ომი არ დაასრულოს
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)