|
2025-11-04 09:37:10, 1182 ნახვა
ოცნების რეჟიმის დაპირების მიუხედავად ფასები პროდუქტზე დრამატულად იზრდება
საქსტატის თანახმად, ოქტომბერში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა. ეს როგორც 2025 წლის, ასევე ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები 11.7%-ით არის მომატებული. უფრო დეტალურად ინფლაცია სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21%), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2%), თევზეული (16.9%), ზეთი და ცხიმი (13.9%), პური და პურპროდუქტები (12.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2%), რძე, ყველი და კვერცხი (8.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9%); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9%). ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ეს ბოლო ორი განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 11.7%-იანმა მატებამ იქონია. საქსტატი ინფლაციას სულ 305 საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევის საფუძველზე ითვლის. ამ ჩამონათვალში ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები სწორედ სურსათის ჯგუფს განეკუთვნება. კერძოდ კი ყველაზე მეტად 109%-ით გაიზარდა ქლიავის ფასი, 60%-ით გაძვირდა მსხალი, ასევე 60%-ით ლიმონის ღირებულება. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შოკოლადის ფილის, კიტრის, ნაყინის და სხვა საქონლის ფასები. რაც შეეხება იმ საქონელს და მომსახურებას, რომლის ღირებულებაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია, მათ შორის პირველ ადგილზეა ტელევიზორი, რომელიც წლიურად 18%-ით გაიაფდა. მეორე პოზიციაზეა თვითმფრინავის ბილეთი, რაც საქსტატის თანახმად 16%-ით არის გაიაფებული. ასევე შემცირებულია პომიდვრის, ბრინჯის, მაცივრისა და მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმლის ფასი ხილი და ბოსტნეული იმ ძირითად პროდუქტებს შორისაა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა. გასულ თვეში საქართველოში ფასების დონე წლიურად 5.2%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, სადაც ფასები თითქმის 12%-ით გაძვირდა. დეტალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად, 109%-ით ქლიავი გაძვირდა. 60%-ით გაიზარდა ფასი მსხალსა და ლიმონზე. “მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ მთავარ რეგიონს - შიდა ქართლს, რომელიც ხილს და ბოსტნეულის გარკვეულ რაოდენობას აწარმოებს, ჰქონდა საკმაოდ რთული გაზაფხული. ეს იყო საგაზაფხულო ყინვები, რასაც გარკვეულ პერიოდში თან დაერთო ასევე სეტყვა და ამან საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ხილზე სეზონის მიმართულებით არის ექსპორტზეც მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მიწოდება მცირე იყო, მოთხოვნა იყო მაღალი როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო ბაზრებზე და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ესეც გახლდათ, რამაც ფასები ასე გაზარდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ფერმერებს წარმოების ხარჯი ეზრდებათ. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება აქ გახლავთ მუშახელი. სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც ნიშნავს, რომ ფერმერებს კიდევ უფრო მეტი უჯდებათ პროდუქციის მოყვანა, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ფასებსაც. მოგეხსენებათ, ახლა არის პერიოდი, როდესაც ადგილობრივი წარმოების ჩანაცვლება ხდება უკვე იმპორტით და ამდენად, როგორი იქნება ფასები ბაზარზე, უკვე დამოკიდებული იქნება საიმპორტო ბაზრებზე, საიდანაც შემოგვაქვს, რა ფასით შემოვა, რა რაოდენობით შემოვა და ასე შემდეგ. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ზოგადად სურსათზე ფასები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია, შესაბამისად შემცირება ალბათ არ მოხდება, თუმცა ზრდის ტემპი, იმედია შენელდება. მთავარი გამოსავალი მაინც შიდა წარმოების განვითარებაა, კიდევ უფრო მეტი განვითარება, იმ რისკების დაზღვევა, მათ შორის კლიმატური რისკების დაზღვევა, უფრო მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყანაში, რაც გარკვეულწილად ამ რისკებს დააზღვევს”, - აცხადებს bm.ge-სთან ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
ოცნების პრემიერი BBC-ს საგამოძიებო ფილმის შექმნას კვლავ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს აბრალებს, მაგრამ რომეს არ აკონკრეტებს
ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი დიდი დოზებით კი იწვევს კანის დამწვრობას, რაც ზოგჯერ იწვევს სასუნთქი გზების დამბლას, გულის გაჩერებას და სიკვდილს
ლაშა შერგელაშვილი - როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
უმეროვმა და ვიტკოფმა „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს
რუსეთის მასშტაბური დარტყმა უკრაინაზე: არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)