|
2016-03-23 16:44:58, 596 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაასრულა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. პროგრამები მინისტრებმა ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. შეხვედრაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე პროგრამებზე დეტალურად მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა ისაუბრა. პრეზენტაციას სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, რწმუნებულები პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროს მიერ 2015 წელს განხორციელებულ საქმიანობას. სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაიხარჯა 1 347 122 ლარი, პროგრამებით ისარგებლა 1 584 ადგილობრივმა. „2016 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14, 057, 940 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტრომა ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება. დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშ სტატუსის მქონე პირების, შშ სტატუსის მქონე ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს). სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას. ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები. 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა. 2016 წელს, სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთის გარდა გამართა ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)