10:34 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 16:57:21, 1333 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით მიესაჯა.

სასამართლომ ის „დანაშაულებრივი შეთქმულების“ ბრალდებით ცნო. გამომძიებლების თქმით, მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის უკავშირდებოდა.

სამშაბათს, საქმეში მთავარი მოწმის, ფრანკო-ლიბანელი ბიზნესმენის, ზიად ტაკიედინის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. მან განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში სარკოზის და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერს, კლოდ გეანტს, 5 მილიონი ევროს ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნები გადასცა. თუმცა, მოგვიანებით ბიზნესმენმა ჩვენება უკან წაიღო და ლიბანში გაიქცა.

სარკოზის ასევე ბრალი წაუყენეს სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და პასიურ კორუფციაში, თუმცა სასამართლომ იგი გაამართლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერდოღანს შეხვდა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics