|
2016-03-23 14:25:11, 407 ნახვა
პოლიტიკა
ჰოლანდია საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოს დაუმას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ჰოლანდიასთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მისივე თქმით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება. „ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც მინისტერიალის ფორმატში, ასევე, ერთი კვირის წინ ლონდონში. მათ გამოხატეს მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის განხორციელებაში. ჰოლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა. დღეს კი უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ელჩმაც საბოლოოდ დაგვიდასტურა, რომ ისინი ავიაციის რეფორმაში დაგვეხმარებიან; დაგვეხმარებიან ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში ავიაციის კომპონენტის გაძლიერებაში. ეს ერთგვარად სამუშაო შეხვედრა იყო ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად - როგორ, რა ფორმატში და რა ჯგუფი იქნება. ჩვენ გასულ კვირას გვყავდა ფრანგების ჯგუფი, რომელიც ამ პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვას კურირებს და ამ მიმართულებით რეფორმისთვის გვეხმარება და ახლა უკვე, ძალიან მალე მივიღებთ ჰოლანდიურ ჯგუფს, რომელიც ავიაციაში დაგვეხმარება. ეს ორი მიმართულებაა, სადაც დღეს ძალიან ქმედითი ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ეს რეფორმა და უფრო სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე ცალკე ქართული მხარე დაგეგმავდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)