|
2025-09-23 15:24:17, 1944 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა
ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში მუშაობისას, ახალგაზრდა ფინანსისტმა, გიორგი მესხმა შეამჩნია, რომ ხშირად მიზეზი, რის გამოც კომპანია ინვესტიციას ვერ იღებდა, ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია იყო. ეს ის შემთხვევაა, როცა კარგი იდეა, პროფესიონალთა გუნდი და თუნდაც სწორი ბიზნესმოდელი თავისით ვერ ყიდის თავს. საჭირო ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, სწორი პრეზენტაცია და საინვესტიციო მასალების ხარისხიანი მომზადება. “საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ამ მასალებზე მუშაობა და, რაც მთავარია, იმ შედეგებისა და წარმატებების ნახვა, რასაც კომპანიები იღებდნენ ჩემ მიერ მომზადებული საინვესტიციო მასალების გამოყენების შემდეგ“,- იხსენებს გიორგი, რომელმაც თიბისი ბიზნესდაჯილდოების “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციაში მეორე ადგილი აიღო. დღეს უკვე 600-ზე მეტ სტარტაპთან თანამშრომლობს მსოფლიოს 35-ზე მეტი ინდუსტრიიდან. მისი კლიენტები ძირითადად აშშ-დან, ევროპული და არაბული ქვეყნებიდან არიან. თემებიც მრავალფეროვანია: შვეიცარიის საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროექტები თუ საჰარის უდაბნოს ტურიზმი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფერო, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტს განსაკუთრებით ხიბლავს, ხელოვნური ინტელექტია. მიმართულება, რომელიც დღითიდღე უფრო ხშირად საჭიროებს საინვესტიციო მასალების მომზადებას. “პროცესი, როგორც წესი, ასე მიმდინარეობს: ჯერ ვადგენთ საინვესტიციო პრეზენტაციას, შემდეგ ფინანსურ მოდელს, სურვილის შემთხვევაში სხვა კომპონენტებსაც, შემდეგ ვეხმარები სტრატეგიულ პოზიციონირებაში, რათა დამაჯერებლად წარადგინონ საკუთარი ბიზნესის სიძლიერეები. საბოლოო ჯამში, კლიენტებს უფრო ნათლად ესმით, თუ როგორ მივიდნენ ინვესტორებთან და რას ელოდონ პროცესში“, -გვიხსნის გიორგი. ამბობს, რომ მხოლოდ ბოლო 18 თვეში, მის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, სტარტაპებმა $140 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, ხოლო გიორგის საქმიანობის მთლიანი მოცულობა $1.2 მილიარდს აჭარბებს. “ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ კარგად მომზადებული „ფიჩ დექი“ ინვესტორების ავტომატურ ინტერესს გამოიწვევს, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია, მიზნობრივი ინვესტორების შერჩევა და პროცესის თანმიმდევრული მართვა. თან ხომ გახსოვთ? წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს! ფრილანსერობა გიორგისთვის თავისუფლების სინონიმია. შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს პროექტები, იმუშაოს სხვადასხვა ინდუსტრიაში და ყოველ ჯერზე ახალი გამოცდილება მიიღოს. თუმცა, ამ თავისუფლებას თავისი სირთულეებიც ახლავს, მუდმივი მობილიზება”. თიბისის მიერ „საუკეთესო ფრილანსერის“ ტიტულით დაჯილდოება მისთვის განსაკუთრებული მოტივაცია გახდა. აღიარება სტიმულია, ახალი ენერგიით გააგრძელოს განვითარება და საერთაშორისო მასშტაბზე კიდევ უფრო გაამყაროს საკუთარი პროფესიული ადგილი. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)