|
2025-09-16 08:30:05, 2723 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - პუტინი ტრამპის მოტყუებას ცდილობს, რათა იზოლაციას თავი დააღწიოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „Sky News-თან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკური იზოლაციიდან გამოსავალს ეძებს და ცდილობს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოატყუოს, რათა ახალი სანქციები თავიდან აიცილოს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა შეცდომად აგვისტოში ალასკაზე გამართულ რუსეთისა და ამერიკის ლიდერების სამიტს, ზელენსკიმ უპასუხა: „ვფიქრობ, მან ბევრი რამ მისცა პუტინს. მჯერა, რომ სამმხრივი შეხვედრის შემთხვევაში, გარკვეულ შედეგს მივიღებდით“. მისი შეფასებით, პუტინს „ალასკის სამიტით პოლიტიკური იზოლაციიდან თავის დაღწევა სურდა“, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის „მეტი უნდა გადაეხადა“. „ამ ომში მას მარცხი უნდა ეგრძნო და გაჩერებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, დეიზოლაცია მიიღო. მიიღო ფოტოები პრეზიდენტ ტრამპთან, მიიღო საჯარო დიალოგი და ვფიქრობ, ეს პუტინს სხვა სამიტებსა და ფორმატებში მონაწილეობის კარს უხსნის, რადგან ასეა საქმე. ჩვენ ამას ვხედავთ, ვაკვირდებით და არ მგონია, რომ მან ამისთვის რამე გადაიხადა“, — განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, პუტინმა უნდა გადაიხადოს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ომი მან დაიწყო და მეორეც, იმიტომ, რომ ცდილობს იზოლაციიდან გამოსავლის პოვნას. „ის ომს აწარმოებს და ყველა ცდილობს მის შეჩერებას კამათით, თხოვნით, მაგრამ ამის ნაცვლად ძალა უნდა გამოიყენონ. მას ესმის ძალა, ეს მისი ენაა, ის ბევრ ენაზე არ საუბრობს, მაგრამ ესმის ძალის ენა, ისევე როგორც რუსული. ჩვენ ძალიან ვთხოვთ ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებს, ეს გააკეთონ. დიახ, ისინი გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, მაგალითად, სანქციებს, მაგრამ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს“, — აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვას, ცდილობს თუ არა პუტინი ტრამპის მოტყუებას. „ის ყველაფერს აკეთებს სანქციების თავიდან ასაცილებლად, რათა აშშ-მა და ტრამპმა მას სანქციები არ დაუწესონ. თუ სანქციების დაწესებას კიდევ უფრო გადადებთ, მაშინ რუსები უკეთ მომზადებულები იქნებიან“, — დასძინა ზელენსკიმ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)