|
2025-09-12 18:22:08, 1883 ნახვა
მსოფლიო
იუტას მკვიდრი 22 წლის ტაილერ რობინსონი რომელმაც ულტრამემარჯვენე ჩარლი კირკი მოკლა კონსერვატორული ოჯახიდანაა
ამერიკელი ბლოგერის და ულტრამემარჯვენის ჩარლი კირკის მკვლელი 22 წლის ტაილერ რობინსონი იყო, რომელიც საკუთარმა მამამ პოლიციას ჩააბარა. როგორც ამბობენ, მკვლელმა მას თავისი დანაშაულის შესახებ უამბო, რის შემდეგაც მამამისმა ის სახლში პოლიციის მოსვლამდე დააკავა. ამერიკული მედია წერს, რომ რობინსონების ოჯახი სადაც ახალგაზრდა დაიბადა არის კონსერვატორი და მორწმუნე. მეტიც ტაილერ რობინსონის მამა რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერია. ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეში გამოყენებულ ვაზნებზე პროვოკაციული წარწერები აღმოჩნდა. გუბერნატორის განცხადებით, ვაზნებზე რომლითაც მოკლეს მემარჯვენე აქტივისტი ჩარლი კირკი, აღმოჩნდა პროვოკაციული წარწერები. მათ შორის იყო: „თუ ამას კითხულობ, გეი ხარ, lol“ „ჰეი, ფაშისტო! დამიჭირე!“ „Bella ciao, bella ciao, bella ciao, ciao, ciao“ – და მორიგე სტრიქონები მეორე მსოფლიო ომის იტალიური ანტისაფაშისტო სიმღერიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ იუტაში დააკავეს კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, იუწყება Fox News. „მაღალი ხარისხით დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის დააკავეს“, თქვა მან. ტრამპს არ დაუსახელებია ეჭვმიტანილის ვინაობა და არც ის, თუ როგორ განხორციელდა დაკავება. მან მხოლოდ ის თქვა, რომ დაკავება 11 სექტემბერს საღამოს მოხდა. იმ დღეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გამოაქვეყნა კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ძებნილი მამაკაცის ფოტო და 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას დაეხმარება. 31 წლის ჩარლი კირკი, პოპულარული პოდკასტისა და რადიოპროგრამა „ჩარლი კირკის შოუს“ წამყვანი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა. ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, იუტის უნივერსიტეტში გამოსვლისას მას კისრის არეში ესროლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა საავადმყოფოში. ტრამპმა დანაშაულს „ჯოჯოხეთური“ უწოდა.
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)