23:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 09:05:00, 2115 ნახვა

კომენტარი
ოცნების პრემიერი - მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი

მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი, ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, ტრაგიკული მოვლენაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.

როგორც ივანიშვილის პრემიერმა აღნიშნა, ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე, ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს.

„ერთადერთი რასაც აღწევენ, არის ის, რომ მუდმივად რაღაც დიღის წესრიგისმაგვარს ქმნიან. სადღაც მოაწყვეს პროვოკაცია, რაღაც რადიკალური აქცია და ა.შ. ეს არის ერთადერთი. თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღე ნიუსი გადის, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როდესაც ხან 50 კაცი დგას იქ, მაქსიმუმ 150-ზე ადის ხოლმე. ელემენტარულად მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს, ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი. სპეცსამსახურებიდან იმართება ეს ყველაფერი, ეს ადამიანებიც, რომლებიც მიდიან შტაბთან, ჩვეულებრივად საბოლოო ჯამში, ზოგმა არც იცის, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ იმართება სპეცსამსახურების მიერ. ეს ყველაფერი ფინანსდება პირდაპირ უცხოური სპეცსამსახურების მიერ. ტრაგიკული მოვლენაა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ჰგავს არც ერთი არც ქართველს, არც ქალს, არც კაცს, ყველაფერი, ყველანაირი იდენტობა აქვთ დაკარგული, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები საბოლოო ჯამში გადასარჩენები არიან, ზოგს მკურნალობა სჭირდება, ზოგს ფსიქოლოგიური თერაპია, ვნახოთ იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ადამიანებიც გამოსწორების გზას დაადგებიან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics