|
2025-09-10 15:28:59, 2192 ნახვა
საზოგადოება
Tester’s Day 2025 - თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
8-9 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებით, პულმან თბილისმა მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Tester’s Day 2025-ს უმასპინძლა. უკვე რამდენიმე წელია, თიბისი, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ტესტერების დღის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ტექ კომუნის ხელშეწყობა და გაძლიერება, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყო და მოიცავდა ISTQB® ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. დამსწრეები შეხვდნენ გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას; გაიმართა პანელური დისკუსიები და ინტერაქციული ვორქშოპები. Tester’s Day 2025-ზე, თიბისის ტესტირების ინჟინრებმა ჩაატარეს ვორკშოპი სახელწოდებით - Visual Testing in Practice და ისაუბრეს თუ როგორ ყალიბდება ვიზუალური ტესტირების სწორი სტრატეგია და როგორ ინერგება ის პრაქტიკაში. ღონისძიების გახსნაზე, აუდიტორიას მიმართა თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდერმა, ალექსანდრე ისკონიანმა, რომელმაც ისაუბრა თიბისის როლისა და გეგმების შესახებ ტექნოლოგიების სფეროში. Performance Testing Challenges & Best Practices - საინტერესო მოხსენება ჰქონდა თიბისის ტესტირების ინჟინერსა და ასოცირებულ პარტნიორს - ირინა ინაშვილს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, როგორ იქმნება ავტომატიზაციის მოდულარული ჩარჩო და როგორ შეიძლება ვიფიქროთ ავტომატიზაციაზე, როგორც პროდუქტზე. Tester’s Day 2025 და მისი პრაქტიკული სესიები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ყველა დონის ტესტერისთვის. საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ სპიკერები, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება, ინტერაქციული ვორკშოპები, QA-ს ბაზრის უახლესი კვლევა, AI-ზე დაფუძნებული თანამედროვე ტესტირების მიდგომები და საჭიროებებზე მორგებული სესიები - ეს ყველაფერი ტესტერებს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მოუტანს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)