|
2016-03-23 10:23:34, 1261 ნახვა
სხვადასხვა
წულუკიანი: ევროკავშირის ქვეყნებში უნდა შეიქმნან განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეები იქაურ კანონს დაიცავენ
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი ჰოლგერ მიუნჰი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. მინისტრმა გერმანიის კრიმინალური სამსახურის დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო დოკუმენტების უსაფრთხოება, მიგრაციის პოლიტიკა და სისხლის სამართლის რეფორმა. „გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ პირდაპირ კავშირშია, ასევე, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომავალ გადაწყვეტილებასთან. ეს პროცესი, როგორც ვიცით, დაძრულია და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მათ ძალოვან სტრუქტურებში უნდა შეიქმნან ის განცდა, რომ საქართველოდან საზღვრების გახსნის შემთხვევაში ჩასული მოქალაქეები დაიცავენ იქაურ კანონს და არ შექმნიან დანაშაულის საფრთხეს. ამიტომაც ჩვენი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უნდა გაათმაგდეს და მნიშვნელოვანია, ასევე, ის პრეცედენტები, რაც გერმანიაში არსებობს − და ამაზე ფართოდ ისაუბრა ჩვენმა სტუმარმა − რომ იქ ჩასული საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის ძებნის საბაბით ჩადიან ძარცვის, ყაჩაღობის, ქურდობის დანაშაულს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან იმისთვის, რომ ასეთი მოქალაქეები უკან დავიბრუნოთ და მათ სასჯელი მოიხადონ ქართულ ციხეში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მხარეებმა იუსტიციის სახლის სერვისების შესახებაც ისაუბრეს. დელეგაცია 23 მარტს იუსტიციის სახლსაც ესტუმრება. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის თანამშრომლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებსა და გერმანულ მხარეს შორის კარგი ტენდენციის მაჩვენებელია. ჩვენ შევთანხმდით, რომ − იქნება ეს საბუთების თუ პირთა იდენტიფიკაციის და სამოქალაქო რეესტრის სხვა სერვისების კუთხით − კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის ფაზაზე გადავალთ“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)