|
2016-03-23 10:23:42, 462 ნახვა
პოლიტიკა
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო-ს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. რაც შეეხება ამომრჩევლებს, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, მათი საერთო რაოდენობა 19, 831-ია. 22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია. "სხდომაზე ასევე დამტკიცდა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად აღწერილია არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად", - აცხადებენც ცესკო-ში. არჩევნები, 8 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 19 საარჩევნო უბანზე ჩატარდება: #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე; #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე; #30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე; #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანზე; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე; #66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 საარჩევნო უბანზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)