03:05 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 09:29:26, 401 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენი ვალია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება

“ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.

დავით უსუფაშვილმა ქართველი ხალხის სახელით ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით, ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ! დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics