|
2025-09-08 16:24:09, 1870 ნახვა
საზოგადოება
ერთად გარემოს დასაცავად - საქართველოს ბანკის და კომპანია „ტენეს“ ერთობლივი პროექტი
საქართველოს ბანკისთვის, გარემოზე ზრუნვა არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ მწვანე ინიციატივას ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც ბანკი მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ ინიციატივებს ახორციელებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი კომპანია „ტენეს“ დაუპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების პროექტი ხორციელდება, რომელიც ფილიალებიდან ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების გატანის ინდივიდუალური სერვისს გულისხმობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკის 22 ოფისში ქაღალდისა და პლასტმასის ნარჩენებისთვის 350-ზე მეტი სპეციალური ურნა განთავსდა. პარტნიორობის შედეგად, ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე გადამუშავდა 100 ტონამდე ქაღალდი და 4 ტონამდე პლასტმასა. „დღეს საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 98% პირდაპირ ნიადაგში ხვდება, რაც არა მხოლოდ ზიანს აყენებს გარემოს, არამედ მილიარდობით ლარის ეკონომიკურ დანაკარგსაც იწვევს. სწორედ ამიტომ, ამ პრობლემის გადაჭერის პროცესში, კერძო სექტორის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკის ეს ინიციატივა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება კომპანიებმა თავიანთი საქმიანობით განახორციელონ რეალური ცვლილება. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მისცემს მოტივაციას როგორც მსხვილ, ისე მცირე კომპანიებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში”, - აღნიშნავს სანდრო ლილუაშვილი, “ტენეს” დამფუძნებელი. “მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის - ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა, რომელიც აქამდე მხოლოდ ბექ-ოფისებში ხორციელდებოდა, ამიერიდან უკვე ფილიალებშიც დაინერგება. ეს თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა მდგრადი მომავლისთვის. ტენესთან პარტნიორობა ჩვენი გარემოსდაცვითი ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები გვაძლევს შესაძლებლობას, გავზარდოთ დადებითი ზემოქმედება და შევქმნათ მდგრადი მომავალი - არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ლიზი შუბითიძემ. ინფორმაციისთვის,"ტენე" კომპანია "ჯინვენტორის" მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი "მწვანე" USB-კაბელია. ის მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)