|
2025-09-01 23:18:40, 2718 ნახვა
საზოგადოება
ოქტომბრის ნაცვლად თბილისობა სექტემბერში გაიმართება და მერია 3 439 500 ლარის დახარჯავს
წელს მერია აპირებს "თბილისობა" ოქტომბრის ნაცვლად, 20 და 21 სექტემბერს გამართოს. თარიღის ცვლილების მიზეზი დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება. თბილისის მერია "თბილისობაზე" 3 439 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა. აღსანიშნავია, რომ "თბილისობის" ღონისძიება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და რიყის პარკში ჩატარდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, სადღესასწაულო ხეივანი, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები და თეატრალური წარმოდგენები. გამარტივებული შესყიდვის მიზეზად მერია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარებას ასახელებს. "შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე. დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და მათი მაღალ დონეზე და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამასთან, ღონისძიებებისა და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში. "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიას მიეცა უფლება, ქალაქ თბილისში, 2025 წლის თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3 439 500 (სამი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)