|
2025-08-19 18:08:47, 4465 ნახვა
საზოგადოება
კაცებში უმუშევრობა უცვლელი დარჩა, ქალებში კი გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, კაცებში უმუშევრობა უცვლელად 15.9%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ქალებში ის წინა წელს არსებული 10.9%-დან 12.2%-მდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, შემცირებულია ქალებში როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2024 წლის მეორე კვარტალში 486.6 ათასი ქალი იყო დაქირავებით დასაქმებული წელს ეს რიცხვი 7.6 ათასით არის შემცირებული 479 ათასამდე. ხოლო თვითდასაქმებული ქალების რიცხვი 2024 წლის მეორე კვარტალში არსებული 139.8 ათასიდან წელს 13.1 ათასით შემცირდა და 126.7 ათასი შეადგინა. შესაბამისად, მთლიანობაში ქალი დასაქმებულების რიცხვი წინა წელს არსებული 626.6 ათასიდან 20.9 ათასით 605.7 ათასამდე შემცირდა. რაც შეეხება კაცებს, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით დასაქმებულად ითვლება 760.6 ათასი კაცი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 ათასით მეტია, მათ შორის დაქირავებულთა რიცხვი წლიურად 12.4 ათასით არის შემცირებული 461.5 ათასამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 16.2 ათასით გაიზარდა 295.5 ათასამდე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)