|
2025-08-14 12:22:12, 2189 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
„ავტონომიური გუნდების მართვა“ - სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა. DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან. თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში. ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქმნის მაღალი პერფორმანსის მქონე ჯგუფებს, რომლებიც:
თიბისის ეს გამარჯვება, Google-s მხრიდან ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა. ბიძინა მაცაბერიძე (თიბისის ტექნოლოგიების ინფორმაციის მართვის დირექტორი): „ჩვენი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მარტივი და კომფორტული პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის. ვიყენებთ ტექ ინდუსტრიაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზომებსა და ნიშნულებს (ე.წ benchmark-ებს) და Google-ის DORA პროგრამაც ზუსტად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყოველთვის ვხედავდეთ ობიექტურ სურათს, თუ როგორ ვპოზიციონირდებით, როგორც ტექნოლოგიური კომპანია. Google-ისგან მიღებული აღიარება და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისი გამოარჩიეს, ნიშნავს ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის მიერ კომპანიის სწორი სტრატეგიით მართვას. ამასთან, ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად. ასევე, ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, ეს საინტერესო და დიდი გამოცდილების მიმცემია.“ გიგა შუბითიძე (SDLC მმართველობის ლიდერი): „ეს გამარჯვება უდიდესი აღიარებაა იმ ტრანსფორმაციული ინიციატივებისა, რაც თიბისიმ ბოლო წლებში განახორციელა და ორმაგად სასიამოვნოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, როგორიცაა Google. რაც შეეხება ნომინაციას, რომელშიც გავიმარჯვეთ, მარტივი ენით რომ ავხსნა, მომხმარებლამდე ახალი ფუნქციონალის მიწოდება საგრძნობლად დავაჩქარეთ, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით და ძლიერი DevOps კულტურის ჩამოყალიბებით - შენ ქმნი, შენვე მართავ. ამ პროცესების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების გატარების ხანგრძლივობა თვეებიდან დღეებამდე შევამცირეთ და დანერგვების სიხშირე 600%-ზე მეტით გავაუმჯობესეთ. Google-ის კონკურსში გამარჯვება თიბისის ტექნოლოგიების გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ განვითარებას, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად მივაწოდოთ არაერთი ინოვაციური ციფრული სერვისი.“
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)