|
2025-08-13 13:14:09, 2154 ნახვა
ეკონომიკა
„გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება. სწორედ ასე დაიწყო კომპანია „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია: პერიოდით, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქართული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო, იმპორტულ პროდუქტზე გადართულიყო. ამგვარმა მოცემულობამ დავით მეფარიშვილი მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას სჭირდება. „შპს გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ოფიციალურად 2016 წელს დაფუძნდა, ხოლო უკვე 2017 წლიდან კომპანიის პირველი სათბურების ფუნქციონირება დაიწყო — სოფელ მუხრანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პირველივე მოსავალი მიანიშნებდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გათვალისწინებული: სალათის ფოთოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომაც, მალევე დაიწყეს პროდუქციის რესტორნებსა და მაღაზიებში გავრცელება. შემდეგი ნაბიჯი უკვე მასშტაბის ზრდა იყო. იმისთვის, რომ პროდუქცია დიდ ქსელებს მიწოდებოდა, აუცილებელი გახდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა: სამაცივრე ფართი, პროდუქტის შესაფუთი საწარმო, ახალი სათბურები და დისტრიბუციის მანქანები. „ამ ეტაპზე მივმართე თიბისის და გავაცანით ჩვენი მცირე წარმოებისა თუ მომავალი დიდი გეგმების შესახებ. სესხის მიღებიდან მალევე დავასრულეთ საწარმოს შენობის სამაცივრე სივრცისა და ახალი სათბურის მშენებლობა. ასევე, თიბისი ლიზინგით სადისტრიბუციო მანქანები შევიძინე. შემდეგ კი, დავიწყეთ პროდუქტის შეფუთვა ბრენდით „მწვანე მოსავალი“ და ქსელის მომარაგება. შემიძლია გითხრათ, რომ თიბისი კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვერდში გვიდგას. პერსპექტივაში დიდი გეგმებია და, რა თქმა უნდა, ამ განვითარებას თიბისისთან ერთად გავაგრძელებთ“, — ამბობს დავით მეფარიშვილი. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ერთი კომპანიის საქმე. „გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი ფერმერებისათვის. კომპანია აქტიურად დაინტერესდა ფერმერების ჩართულობით — მათ ატრენინგებდა, აცნობდა ტექნოლოგიებს, ჯიშებსა და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ფერმერს საშუალებას აძლევდა, თავადაც წარმატებით ეწარმოებინათ პროდუქცია და მიწოდების ჯაჭვში ჩართულიყვნენ. სწორედ ეს გზა გახდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი — თანაც, საკმაოდ ეფექტიანი. კომპანიის ძირითადი მისია დღემდე უცვლელია — ახალი, იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის „გაქართულება“, მათი ხელმისაწვდომობა და მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)