|
2016-03-22 11:04:04, 388 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის შს მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა
მინსკში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა ბელარუს კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „დანაშაულს საერთოდ და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის“. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბელარუსში თავს დაცულად გრძნობდეს და განვითარდეს. იგორ შუნევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეები ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ სამინისტროს შორის „შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების არასრულწლოვანი ბავშვების გაჯანსაღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)