03:05 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 10:49:37, 417 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი 22-23 მარტს ბელარუსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.

„დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება მთავრობის სახლში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსი კოლეგა ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობს სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics