|
2016-03-21 18:55:16, 485 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი
ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო და არის ქართველი ხალხის არჩევანი – ამ განცხადებით დაიწყო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ევროკავშირ-საქართველოსბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრება. გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას დამეორე მხრივ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. „ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროცესში, რომელსაც ავყავართ ხარისხობრივად ახალ დონეზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ინტეგრაციასა და საქართველოში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის დამკვიდრებასაც. გარდა ამის, ამ პროცესის შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონებთან." – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა ბიზნესმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის შესაძლებობები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორისგაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, იმ სარგებელზე, რომელსაც ეს შეთანხმება ბიზნეს-სექტორს სთავაზობს.ასევე დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზე. მალმსტრომის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე 18 თვეა ამოქმედებულია და ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა. კერძოდ,საქართველოს ექსპორტის 1/3 სწორედ ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ასევე საქართეელოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარიევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. "ეს დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივიწარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია დადიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)