|
2016-03-21 16:18:27, 488 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას შეუწყობს ხელს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკომისარის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, შესრულების კონტექსტში. ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ასევე, მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის თვალსაზრისით. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ქვეყანაში რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის მიმართ. მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გააქტიურებასა და საქართველოდან ექსპორტის გაზრდას ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. „ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საქართველოს ეკონომიკაში და სავაჭრო სისტემაში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ევროკაშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. გაიზარდა ევროკავშირის წილი ჩვენს საერთო ვაჭრობაში, ასევე იზრდება ექსპორტი, რაც ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისთვის და ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას და ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურ რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც საქონლით ვაჭრობის, ასევე მომსახურების მიწოდების და ხალხთა შორისი კონტაქტების გამყარების კუთხით", - განაცხადა მინისტრმა. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, სესილია მალმსტრომი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოში (EUGBC). ვიზიტის ფარგლებში სესილია მალსტრომი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის ლექცია-დისკუსიას გამართავს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)