|
2025-07-24 11:14:47, 2108 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის!
PSP-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე ქართველ მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის - ამერიკული კომპანია “შუგაბიარპროს” (SugarBearPro) -ს ვიტამინები თქვენი თმის, კანის, ფრჩხილის ჯანმრთელობის, ძილის ხარისხის გაუმჯობესების, იმუნიტეტის გაძლიერების, ქალის ჯანმრთელობისა და ენერგიის მოსამატებლად. “შუგაბიარპრო” ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სახელი გაითქვა ინოვაციური, გემრიელი და მარტივად მისაღები ვიტამინების წარმოებით. ბრენდის მისიაა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახადოს თანამედროვე მომხმარებლისთვის. 2015 წლიდან აწარმოებს პროდუქტებს FDA-ის რეგულაციებისა და GMP სტანდარტების სრული დაცვით. პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი, ჰიპოალერგიული და ვეგანური ფორმულებით, არ ტესტირდება ცხოველებზე (cruelty-free), არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, გლუტენს, სოიოსა და რძის პროდუქტებს, აქვს შესანიშნავი გემო და უზრუნველყოფს მომხმარებლის ჯანმრთელობას და სილამაზეს. იდეა შეექმნათ ვიტამინები გემრიელი, საღეჭი ფორმით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მარტივსა და მიმზიდველს გახდიდა საფუძვლად დაედო კომპანიის პირველი პროდუქტის - ცისფერი დათუნიას ფორმის საღეჭ ვიტამინებს თმისთვის, რომლის ინოვაციურმა ფორმატმა და სასიამოვნო გემომ პროდუქტს სწრაფად მოუტანა საერთაშორისო აღიარება. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით პროექტებში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებას. „შუგაბიარპროს“ ძალისხმევა, ყველასთვის მარტივი გახადოს ჯანსაღი ცხოვრების ხელშწყობა, PSP-ს მთავარ საზრუნავს პირდაპირ ეხმიანება, მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა 30 წელზე მეტია PSP-ეს მთავარი პრიორიტეტია“- აცხადებენ PSP-ში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)