13:03 - 07 May, 2026
|
2016-03-20 16:29:51, 1117 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში ავარიის შედეგად, 14 სტუდენტი დაიღუპა
ესპანეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 14 სტუდენტი დაიღუპა, 47 დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც სტუდენტები ვალენსიადან ბარსელონაში გადაჰყავდა, მაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავტობუსში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტები იმყოფებოდნენ. ისინი საერთაშორისო პროგრამა Erasmus-ით ბარსელონაში სწავლობენ. ქართველი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)