|
2015-02-17 19:22:20, 1011 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩემთვის მთავარია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა უკრაინის სუვერენიტეტსაც პატივს ვცემ
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემს და ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ის აღნიშნა, რომ უკრაინაში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილის ახალმა სტატუსმა შესაძლოა, გარკვეული უხერხულობა შექმნას. "მთავარი და ამოსავალი, საპატივცემულო არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები და შესაბამისად, მე მათ პატივს ვცემ. მე ასევე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტს და არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ გარკვეული უხერხულობა შესაძლებელია ამ ვითარებამ დააყენოს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)