19:08 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 21:02:09, 1533 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში განხილვის შემდეგ მიიღო.

კანონპროექტს 50-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 50 კი, წინააღმდეგი იყო, თუმცა გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მისცა.

რესპუბლიკელმა სენატორებმა, რენდ პოლმა, სიუზან კოლინზმა და თომ ტილისმა დემოკრატებთან ერთად კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

როგორც უცხოური მედია წერს, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ შეძლო ალიასკის სენატორის, ლიზა მურკოვსკის დარწმუნება, რომელიც ადრე კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამდა, რომ მხარი დაეჭირა.

როგორც აღინიშნა, მრავალტრილიონი დოლარის ღირებულების კანონპროექტი გადასახადების შემცირებას და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ვიდრე პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნათ. დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შესაძლოა, შეფერხებები გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics