19:08 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 19:24:20, 868 ნახვა

მსოფლიო
იოჰან ვადეფული - უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს

უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოჩვენებითია“.

„დღეს, როდესაც პუტინი მშვიდობის შესახებ საუბრობს, ეს უბრალოდ დაცინვას წარმოადგენს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics