|
2025-06-30 15:53:24, 1450 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალურ პროექტს ესპანურ-იტალიური კონსორციუმი მოამზადებს, რაშიც 4 მლნ ევრო დაიხარჯება
თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურების განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა, ამ მიმართულებით მთელი რიგი პრობლემებია, რადგან საქართველოში შესაბამისი კომპანიები ფიზიკურად არ არსებობენ. „მეტროსადგურების რეაბილიტაცია-განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენთვის. მეტრო არის ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მეტროსადგურები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განახლებასა და მოწესრიგებას. ამ მხრივ მთელი რიგი პრობლემები არის იმიტომ, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობენ კომპანიები, თუნდაც პროექტის განხოციელების, ან სამუშაოების შესრულების მიმართულებით. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის, ჯამურად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს. „თბილისის მეტროს 12 სადგურის რეაბილიტაციის კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ხელშეკრულება დაიდო ესპანურ-იტალიურ კონსორციუმთან, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 4 მლნ ევროს შეადგენს. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კონტრაქტორი კომპანიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თბილისის მეტროს 12 სადგურის კონცეპტუალური პროექტი, რაც საფუძვლად დაედება დეტალური პროექტირებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერს. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და თორმეტივე სადგური უნდა იყოს დასრულებული. EBRD-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი, ჯამში, შეადგენს 55 მლნ ევროს. ცხადია, ეს არის სესხი და ჩვენ, უცხოური კომპანიების ჩართულობით, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება, შევძლებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთანავე, თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სადგურების ჩამონათვალი განისაზღვრა მათი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და პრიორიტეტად განისაზღვრა ისეთი სადგურები, როგორიცაა „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“ და სხვა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)