|
2016-03-19 16:58:35, 869 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი საამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბაჩუკი ფ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩუკი ფ. ბოლო 15 წელი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. დაკავებული კანონიერ ქურდობას აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)