|
2015-02-17 19:13:33, 1065 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორია ნულანდი სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადიციის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. როგორც ნულანდმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსტრადიციის საკითხი, მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის საქმეა. „რამდენადაც ჩვენ ვიცით, უკრაინაში სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ შექმნილ მრჩეველთა საბჭოში მუშაობს. ყოფილი პრეზიდენტი კერძო მოქალაქეა და ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ექსტრადიციის მოთხოვნას, ეს ორი ქვეყნის საქმეა და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)