13:04 - 07 May, 2026
|
2016-03-19 16:13:09, 1180 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 36 კი, დაშავდა
სტამბოლში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 5 კაცს შეადგენს, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო თურქეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, 5 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დროისთვის დაშავებულთა რიცხვი 36 ადამიანს შეადგენს, აქედან 7 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვში არის 12 უცხოელიც. აფეთქება სტამბოლის ქუჩა ისტიკლალზე, სავაჭრო ცენტრტან ახლოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ქუჩაზე, რომელზეც ინციდენტი მოხდა, რუსეთის გენერალური საკონსულოა განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)